ცხადდება მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე!

 

დოქტორანტობის  კანდიდატთა  საყურადღებოდ!

 
დოქტორანტურაში მიღების ვადები:


  • საბუთების მიღება - 23 აგვისტო - 3 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში  - 6 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7-8 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 10 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება -11 სექტემბერი;
  • გასაუბრების შედეგების გასაჩივრება - 11 -13 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
  • დიპლომირებული მედიკოსს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხლმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
  • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგამანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
  • 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 
მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58 44
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
 
ონსულტაცია 21 აგვისტო და  4 სექტემბერი  12 სთ.