საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას!

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 201
9 – 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:



ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

 
  • სამართალმცოდნეობა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ინგლისური ფილოლოგია


სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში  (12 თებერვალი - 17 თებერვალი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

 

საბუთების მიღება 12 თებერვლიდან - 17 თებერვლამდე, 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

 

გისურვებთ წარმატებას!