აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების
დასაკავებლად!
1. საბუთების მიღება განხორციელდება 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 25
ოქტომბრამდე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.
2. კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების
დასაკავებლად:
- საჯარო სამართალი - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- სისხლის სამართალი - 1 ასოცირებული პროფესორი;
- სისხლის სამართლის პროცესი - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2 ასისტენტ პროფესორი;
- ჟურნალისტიკა - 1 ასისტენტ პროფესორი;
- ეკონომიკა - 2 ასისტენტი;
- ქირურგია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
- შინაგანი დაავადებები - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
- რადიოლოგია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
- ინფექციური სნეულებები - 2 ასოცირებული პროფესორი;
- ფარმაკოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;
- კვლევის მეთოდები - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- თერაპიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი.
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან
მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.
მედიცინის მიმართულებით დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი/მომიჯნავე
სპეციალობის სერთიფიკატი, კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 9 წელი
კლინიკური გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის მიმართულებით დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი, კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი. მედიცინის მიმართულებით დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი, კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს
დოქტორანტი.
3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის
მსურველი
ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ბ)
კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული)
აკადემიური
ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები,
სამეცნიერო-პედაგოგიური
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური
გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტი, ასისტენტობის კანდიდატისთვის
დოქტორანტურაში
სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული
განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის
არსებობის
შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული
ქართულენოვანი
თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ
გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების
დოკუმენტი;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო
თანამდებობის
შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის
ერთ-ერთი (ავტორის
შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;
თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები
(ელექტრონული
და ბეჭდვითი ფორმით).