დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე
დოქტორანტურაში მიღების ვადები
საბუთების მიღება 5 სექტემბერი – 10 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში 11 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება 12 -13 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება 14 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება 14 სექტემბერი
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების
შედეგების გამოცხადება 16 სექტემბერი
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება 16 - 17 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება 18 სექტემბერი
წარმოსადგენი
დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის რეზიუმე, CV;
- ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის
- ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
- სადისერტაციო თემის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
- განმცხადებლის წერილობითი დასტური იმისა, რომ არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 32 2 25 36 77
(+995) 32 2 22 30 33 (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
კონსულტაცია უცხოურ ენაში - 10 სექტემბერი 12 სთ.