პირველკურსელთა საყურადღებოდ!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 4 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე
რეგისტრაციისათვის გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;
- 4 ფოტოსურათი 3X4 და ელ-ვერსია (CD);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტი: შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, სს ბანკი „ქართუ“ ა/ა: GE55CR0000000011003602, კოდი: CRTUGE22
- სწავლის საფასურის გადახდის ქვითარში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა;
- ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
პირველკურსელს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი,
ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთვის დამატებით უნდა წარმოადგინოს
დაბადების მოწმობის ასლი. ასევე სავალდებულოა მშობლის ან მინდობილი
პირის თანხლება.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 32 2 25 36 77
(+995) 32 2 22 63 03 (მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა)
(+995) 32 2 23 88 77 (სამართლის სკოლა)
(+995) 32 2 22 30 33 (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!