აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ქვეპროგრამას
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის
სტიპენდიები“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება #12 25.02.2016)
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე
განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80 % და მეტი, აქვთ
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო
კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიური.
განაცხადის შემოტანის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ივლისიდან -31
ივლისის ჩათვლით პერიოდი.
დამატებითი დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ
ბმულს: http://meca.gov.ge/news_page.php?LangID=ge&id=341