სიახლეები
სახელმწიფო სასწავლო გრანტი!

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში.
სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ: 
• 51-70 ქულა სწავლის საფასურის 50 %;
• 71-90 ქულა სწავლის საფასურის 70 %; (სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი იღებს 100 %-იან დაფინანსებას) 
• 91-100 ქულა სწავლის საფასურის 100 %.

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%; 50%; 70% -იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.
დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
• ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით.

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ დეკანატებს ან სდასუ-ს კარიერული განვითარების სამსახურს.

ბეჭდვა