სიახლეები
27 მარტს მწერალმა ლაშა ბუღაძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე : "ევროპული ღირებულებები"
27 მარტს, მწერალმა ლაშა ბუღაძემ სდასუ-ში გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპული ღირებულებები“, რომელიც ხორციელდება პროექტის - მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის“ ფარგლებში, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის (განსაკუთრებით, მომავალი თაობის) ინფორმირებას ევროპულ ღირებულებათა მიმართულებით და წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველი მწერლების (რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, დავით ტურაშვილი) დასავლური ფასეულობებისადმი მიძღვნილ კულტურულ-საგანმანათლებლო აქციათა (საჯარო ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, შეხვედრა-დიალოგები ფართო საზოგადოებასთან, რადიო-გადაცემათა ციკლი, წიგნის შედგენა-გამოცემა- პრეზენტაცია) მთელ კასკადს. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის მხარდაჭერით.

ბეჭდვა