სდასუ-ში აგროჰაბის დასაქმების ფორუმი გაიმართა
 
22 მარტს 12 საათზე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა აგროჰაბის წარმომადგენლებთან. მათ სტუდენტებს გააცნეს დასაქმების პირობები და შესთავაზეს მოქნილი გრაფიკი. ასევე დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება, რის ფარგლებშიც ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულები ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. ჩატარდება მასტერკლასები და სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას.