ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე "ევროპული ღირებულებები"
 
27 მარტს 13:00 საათზე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში,გაიმართება მწერალ ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე: "ევროპული ღირებულებები"
ღონისძიება ტარდება პროექტის - "მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ევროპულ ღირებულებათა მიმართულებით და წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველი მწერლების (რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, დავით ტურაშვილი) დასავლური ფასეულობებისადმი მიძღვნილ კულტურულ-საგანმანათლებლო აქციათა (საჯარო ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, შეხვედრა-დიალოგები ფართო საზოგადოებასთან, რადიო-გადაცემათა ციკლი, წიგნის შედგენა-გამოცემა- პრეზენტაცია) მთელ კასკადს, რომელიც მოიცავს საქართველოს, შეძლებისდაგვარად, მრავალ რეგიონსა და დედაქალაქს.


დასწრება თავისუფალია!