სიახლეები
2019 წლის 28 მარტს სდასუ-ში სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
 
,,სდასუს სტუდენტური კლუბი: ახალგაზრდა დიპლომატების” ორგანიზებით,2019 წლის 28 მარტს გაიმართება  სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია, ,,ზესახელმწიფოთა ინტერესები და ბრძოლა ჰეგემონობისათვის“.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
- აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. - ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად,ასევე თანაავტორობით. საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა.დაგვიანების შემთხვევაში,ნაშრომი არ განიხილება. - პირველ ეტაპზე მოხდება ნაშრომების გადარჩევა,ხოლო პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონფერენციიდან. კომისიის მიერ,შერჩეულ სტუდენტებთან დაკავშირება მოხდება,არაუგვიანეს 23 მარტისა. სტუდენტური სამეცნიერო
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
- სტუდენტი ვალდებულია აბსტრაქტთან (ქართულ, ინგლისურ ენაზე შესრულებული) ერთად წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი ცალკე ფაილის სახით. აბსტრაქტის მოცულობა 200-500 სიტყვა. ნაშრომის შესრულების სტანდარტები: -ნაშრომები მიიღება, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე; სტატიის მოცულობა: მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 გვერდი; - სტრუქტურა უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: - შესავალი, რომელიც ნაშრომის აქტუალობას მოიცავს; - ძირითადი ნაწილი; - დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებსა და პერსპექტივებს; - გამოყენებული ლიტერატურის სია. გთხოვთ სათაურის შემდეგ მიუთითეთ ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა/სპეციალობა. ნაშრომის გაფორმების წესი: შრიფტი Sylfaen; შრიფტის ზომა: თემის სახელწოდება -14 , სტუდენტის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, აკადემიური ხარისხი - 11; ძირითადი ტექსტი - 12. ციტირების შემთხვევაში გთხოვთ გამოიყენოთ სქოლიო. - გაიცემა,ორენოვანი სერთიფიკატი.

კონფერენცია ჩატარდება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დარბაზში. მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე:daugyoungdiplomats@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
ბეჭდვა