სიახლეები
7 თებერვალს სდასუ-ში ასოცირებული პროფესორის რუსუდან კვანჭახაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება

7 თებერვალს, 16:00, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, გაიმართება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, საქართველოს ნუტრიციოლოგიური ასოციაციის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაციის წევრის რუსუდან კვანჭახაძის მონოგრაფიის "სელენი ჩვენს სამყაროში" პრეზენტაცია. მონოგრაფია დაბეჭდილია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ბეჭდვა