სიახლეები
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2018 – 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები: 

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები:

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში (06 – 11 თებერვალი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1.განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

8 .შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.N 25

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

გისურვებთ წარმატებას!

ბეჭდვა