ექიმის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება სდასუ-ში
საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის, სტომატოლოგიისა და სამკურანლო საქმის საგანმანათლებლო პროგრამების 2018 წლის კურსდამთავრებულებმა, ექიმის ფიცი საზეიმოდ დადეს.
ფიცის დადების ცერემონიალს სდასუ-ს რექტორი, პროფესორი თეიმურაზ ქორიძე და სდასუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის რექტორმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კურსის დახურვა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.