საჯარო ლექცია ,,მანიპულაცია და ვიქტიმიზაცია კიბერ სივრცეში“
იანვარი 29, 2024 2024-01-29 21:22საჯარო ლექცია ,,მანიპულაცია და ვიქტიმიზაცია კიბერ სივრცეში“
2024 წლის, 23 იანვარს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,მანიპულაცია და ვიქტიმიზაცია კიბერ სივრცეში“, რომელიც ჩაატარა „ნიკოლა ტესლას“ უნივერსიტეტის, დიპლომატიისა და უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მილისა ბოსკოვიჩმა (Milica Bošković). საჯარო ლექციის მიზანი იყო სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებში ინფორმირებულობის გაზრდა კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.
ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული “ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი”.