მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
აგვისტო 4, 2023 2023-08-29 12:12მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2023 – 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე.
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 21 აგვისტო – 4 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 6 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7-8 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
გამოცდა სპეციალობაში – 12 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 13-14 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საგამოცდო – საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
- უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
საგამოცდო საკითხები:
ბიზნესის ადმინისტრირება
ჟურნალისტიკა
სამართალი
საერთაშორისო ურთიერთობები