საგანმანათლებლო პროგრამები

XXI საუკუნეში საზოგადოების ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოქსფორდის ლიდერთა სამიტის მიერ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) დაჯილდოებულია სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენით. სდასუ 29 წელია წარმატებით ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სტრუდენტთა განათლებას უზრუნველყოფს: თანამედროვე საგანმანთლებლო პროგრამები, მაღალკვალიფიციური პროფესურა, კომფორტული სასწავლო გარემო - თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა, სასწავლო აუდიტორიები,  საკონფერენციო და სპორტული დარბაზები,  პრესკლუბი, კომპიუტერული ცენტრები, ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით და საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე წვდომით, იმიტირებული სასამართლო სხდომათა დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ-ცენტრი, ქართულ-ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკა, აფილირებული კლინიკა, მრავალპროფილური კლინიკური ბაზები, ავტორიზებული ტელე-მაუწყებლობა - სდასუ TV. უნივერსიტეტის კოდია- 020.

საგანმანათლებლო პროგრამები:

ბაკალავრიატი


ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები


მაგისტრატურა


დოქტორანტურა


რეზიდენტურა