სდასუ-ს ქართულ-ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკა შეიქმნა ბრიტანელი
პარტნიორების თანამონაწილეობით და თავიდანვე დაიმკვიდრა ლიდერის
პოზიცია საქართველოს ჯანდაცვის სფეროში. უახლესი აპარატურითა და
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მრავალპროფილიან კლინიკაში
მიმდინარეობს უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო პროცესი, რეზიდენტთა
პრაქტიკული მომზადება და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევები.