სკოლის შესახებ
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ საუკეთესო შესაძლებლობას მიიღოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების,  ტურიზმის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, რაც მომავლში თქვენი წარმატებული კარიერის  საწინდარი გახდება.
ჩვენი სკოლა სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე სასერტიფიკატო კურსებს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად დაინახონ თეორიული ცოდნის პარაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები.
სასწავლო პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობასთან.  
ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის მიზანია კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე პირობებში ბიზნესის ფუნქციონირების, მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობიერებას, თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმასა და ბაზარზე თვითდამკვიდრებას. 
არჩევანის ჩვენს სკოლაზე გაკეთებით თქვენ მტკიცე საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კარიერულ აღმასვლას.