დეკანის მიმართვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამართლის სკოლაში!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იურიდიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. უმაღლესი იურიდიული განათლება უნივერსიტეტში ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებსა და მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო პრაქტიკას. სამართლის სკოლას დიდი წვლილი შეაქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. ეს შესაძლებელი გახდა: ქართული იურიდიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების მოზიდვით, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვით.
სამართლის სკოლაში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ–ტექნიკური რესურსით, რომელიც მიზნად ისახავს ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილ იურისტთა მომზადებას, რაც განაპირობებს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
მოსამართლის, ადვოკატისა თუ პროკურორის, კანონმდებლის ამპლუაში მონაწილეობისა და იურისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა. ასევე უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია. მაგისტრებს აქვთ შესაძლებლობა დამატებით გაიარონ კრიმინალისტიკის კურსი და აიღონ სერტიფიკატი.
სამართლის სკოლის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გადიან სამინისტროებში, სასამართლოებსა და საადვოკატო ბიუროებში, სადაც ისინი პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ და სრულფასოვან იურისტებად ყალიბდებიან. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ დაწესებულებებში საქმდება.
სდასუ-ს სამართლის სკოლაში სტუდენტებს ელით საქმიანი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. სამართლის სკოლაში თითოეულ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა გამოცდილი და კვალიფიციური პროფესურის დახმარებით, მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება, გამოიმუშაოს როგორც პრაქტიკოსი, ისე მეცნიერ–იურისტისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევები და სრულყოფილად დაეუფლოს იურისტის პროფესიას.

სამართლის დოქტორი, პროფესორი
სამართლის სკოლის დეკანი

 ნინო გაგუა