კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

2023  წლის 3 აპრილიდან  აცხადებს

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

საბუთების მიღება განხორციელდეს 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 8 აპრილის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 21 აპრილისა.

 

    II.          კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

-        ადამიანის ანატომია - 1 ასოცირებული პროფესორი,  1  ასისტენტ პროფესორი;

-        ჰისტოლოგია, ციტოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ბიოლოგია -  1  პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;

-        ბიოფიზიკა  -  1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ბიოქიმია  - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ფიზიოლოგია  - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ფარმაკოლოგია  - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;

-        იმუნოლოგია  - 2 ასოცირებული პროფესორი;

-        მიკრობიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        შინაგანი მედიცინა (თერაპია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, რევმატოლოგია, ჰემატოლოგია) -  7 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;

-        ინფექციური დაავადებები  - 1 პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        სამედიცინო რეაბილიტაცია  - 1 ასოცირებული  პროფესორი;

-        რადიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ქირურგია  - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ტრავმატოლოგია  - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        ონკოლოგია  - 2 ასოცირებული პროფესორი;

-        ნევროლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;

-        ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

-        პედიატრია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;

-        პრევენციული მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი; 

-        ოტორინოლარინგოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-        მეან - გინეკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;

-        დერმატოლოგია - 1 ასოცირებული პეოფესორი;     

-        ყბა-სახის ქირურგია - 1 ასოცირებული პროფესორი;

-        ორთოპედია -  1 ასოცირებული პროფესორი;

-        ორთოდონტია  - 1 პროფესორი.

 

 III.        კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

-        პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.

-        ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

-        ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. კლინიკურ დისციპლინებში ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება.

 

  IV.          აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი  სპეციალობის სერტიფიკატი

ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);

ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;

თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით).

 

 

 

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023  წლის 3 აპრილიდან  - 2023  წლის  8 აპრილის   ჩათვლით

 უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე,  ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)

ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

 

კონკურსის  შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2023  წლის 21 აპრილისა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ.: (995 32) 2 253 677