საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს
სტუდენტთა მობილობას 2022
– 2023
სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ინგლისური ფილოლოგიის
საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სტუდენტები,
რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას
ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში (10 თებერვალი - 15
თებერვალი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე
უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში
მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25
ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77
გისურვებთ წარმატებას!