დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

 

2022 – 2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინის და  ეკონომიკის

სადოქტორო პროგრამებზე

 

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება        6 სექტემბერი - 10  სექტემბერი

გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში                                12 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება                                 13  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება                                  13-14 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება                               15  სექტემბერი;

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება                            15  სექტემბერი

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების

შედეგების გამოცხადება                                                    16 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება                                  16  სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება                               17  სექტემბერი

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;

განმცხადებლის რეზიუმე, CV;

სადოქტორო პროგრამის წინაპირობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

სავარაუდო სამეცნიერო ხლმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;

უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);

წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგამანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.

2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

 

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან 17.00 საათამდე 
მისამართი:  .თბილისი, . ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58 44
ელ.ფოსტაinfo@sdasu.edu.ge
 
 
კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში 10 სექტემბერი და 14 სექტემბერი 12 საათი.