დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

 

2022 – 2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინის, ეკონომიკის

სადოქტორო პროგრამებზე

 

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება  - 22 აგვისტო   2 სექტემბერი

გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში  - 6  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება  - 7  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება   - 7-8 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება  - 8  სექტემბერი;

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება  - 8  სექტემბერი

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების

შედეგების გამოცხადება - 9  სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება  - 9  სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება  - 10  სექტემბერი

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
  • სადოქტორო პროგრამის წინაპირობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხლმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161       – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
  • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგამანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
  • 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

 

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან 17.00 საათამდე 

მისამართი:  .თბილისი, . ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58 44

ელ.ფოსტაinfo@sdasu.edu.ge

 

 

კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში 3 სექტემბერი და 7 სექტემბერი 12 საათი.