2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების
სამაგისტრო პროგრამებზე
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება - 22 აგვისტო – 2 სექტემბერი
გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში - 5 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 -7 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი;
გამოცდა სპეციალობაში - 8 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
- უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
კონსულტაცია უცხოურ (ინგლისურ) ენასა და სპეციალობაში 3 სექტემბერი და 7 სექტემბერი 12 საათი.
საგამოცდო საკითხები:
ბიზნესის
ადმინისტრირება
ჟურნალისტიკა
სამართალი
საერთაშორისო
ურთიერთობები