სიახლეები
შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
 
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა შიდა მობილობას 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:


სტუდენტს უფლება აქვს ერთი საფეხურის ფარგლებში გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

სტუდენტს, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, შიდა მობილობის უფლება აქვს მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩაბარებული საგანი/საგნები.

 

შიდა მობილობის ვადები:

შესაბამის სკოლებში დოკუმენტების წარდგენა და განხილვა 24 აგვისტო - 7 სექტემბერი. სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა 9 სექტემბრის ჩათვლით.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით).

 

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე

 უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

 

გისურვებთ წარმატებას!

ბეჭდვა