სიახლეები
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას, ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში  (12 სექტემბერი - 20 სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

8. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე

 უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

გისურვებთ წარმატებას!

 

ბეჭდვა