საქართველოს დავით
აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას
2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრში შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამებზე:
- მედიცინა
- სტომატოლოგია
- სამართალი
- ჟურნალისტიკა
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ტურიზმი
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ინგლისური ფილოლოგია
სტუდენტები,
რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას,
ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში (12 სექტემბერი - 20
სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
8. 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე
უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში
მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77
გისურვებთ წარმატებას!