დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 22 აგვისტო – 2 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
განმცხადებლის რეზიუმე, CV;
სადოქტორო პროგრამის წინაპირობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი;
ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.