სიახლეები
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
 
 
2022 – 2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
 
ცხადდება მიღება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების,  ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების
სამაგისტრო პროგრამებზე
 

 

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება 22 აგვისტო  – 2  სექტემბერი

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება რექტორის სახელზე;

ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა  ხარისხის მინიჭების თაობაზე); 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;

უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი;

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

 

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან 17.00 საათამდე 
მისამართი:  .თბილისი, . ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
 
შენიშვნა: ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების და კონსულტაციების ჩატარების თარიღების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით
ბეჭდვა