ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

 

2021 – 2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება

სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების,  ჟურნალისტიკის და

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე

 

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

 

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება: 6 სექტემბერი 14 სექტემბერი;

გამოცდა უცხოურ ენაში: 16  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება: 17  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება: 17 -18 სექტემბერი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება: 20  სექტემბერი;

გამოცდა სპეციალობაში: 21  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება: 22  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება: 22 - 23  სექტემბერი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება: 24  სექტემბერი

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. განცხადება უნივერსიტეტის  რექტორის სახელზე;
  2. ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2021 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა  ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  4. საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  5. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  8. 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.

 

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 
მისამართი:  ქ.თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995)  577 57 60 50 (სამართლის სკოლა)
 (+995)  599 546 705 (ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა)
(+995)  514 404 400 (სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა)
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
 
 
                                                                             კონსულტაცია უცხოურ ენებსა და სპეციალობაში:  4 სექტემბერი და 11 სექტემბერი (12 სთ)