შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა
შიდა მობილობას 2021 – 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ
საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი
  • ჟურნალისტიკა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ინგლისური ფილოლოგია
  • სტომატლოგია
 
უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს ერთი საფეხურის ფარგლებში გადავიდეს
უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო
პროგრამაზე.
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის
საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა
სტუდენტის სტატუსი.
 
შიდა მობილობის ვადები:
შესაბამის სკოლებში დოკუმენტების წარდგენა და განხილვა: 25 აგვისტო - 9 სექტემბერი;
სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა: 10 სექტემბრის ჩათვლით.


წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული შესაბამისი სკოლის ბეჭდითა და
დეკანის ხელმოწერით);
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(ვაჟებისათვის);
6. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)
ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
7. 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.
 
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე
უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში
მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77