დოქტორანტობის
კანდიდატთა საყურადღებოდ!
დოქტორანტურაში მიღების ვადები:
- საბუთების მიღება - 23 აგვისტო - 3 სექტემბერი;
- გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში - 6 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7-8 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 10 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება -11 სექტემბერი;
- გასაუბრების შედეგების გასაჩივრება - 11 -13 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის
ნუსხა:
- განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის რეზიუმე, CV;
- დიპლომირებული მედიკოსის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
- უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
- წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
- 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00
საათამდე
მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25
(ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58
44
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
კონსულტაცია
21 აგვისტო და 4 სექტემბერი 12 სთ.