კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
 
 
 
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
                        აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
 
  •       ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგია - 1 პროფესორი;
  • სამედიცინო ფიზიკა, ბიოფიზიკა - 1 პროფესორი;
  • ალერგოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • გენეტიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • მოლეკულური ბიოლოგია -  2 ასოცირებული პროფესორი;
  • ინგლისური ფილოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;
  • ჟურნალისტიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ტურიზმი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • მარკეტინგი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სამოქალაქო საპროცესო სამართალი — 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სამართლის ისტორია — 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სამოქალაქო სამართალი — 1 ასოცირებული პროფესორი;
  • კრიმინალისტიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სისხლის საპროცესო სამართალი — 1 ასოცირებული პროფესორი.

 

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

 

ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.

ბ)ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.

გ) კლინიკურ დისციპლინებში დამატებითი მოთხოვნებია - ა) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატი; ბ) გამოცდილება: ასოცირებულ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;  

 

აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი
ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ)შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერტიფიკატი;

ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);

ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების. სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;

თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით);

ი)  უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერტიფიკატის ასლები  კონკურსანტმა საბუთების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული წესით.  უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში, მითითებული დოკუმენტების ასლებს თან უნდა ახლდეს დედნები.

 

 
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2021 ლის  2 სექტემბრიდან  11  სექტემბრის  ჩათვლით
უნივერსიტეტის კანცელარიაში
(10.00 სთ-დან 16 სთ-მდე,   ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)  ან
ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge
კონკურსის  შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2021  წლის 18 სექტემბრისა.