სიახლეები
სტუდენტთა XXIX სამეცნიერო კონფერენცია!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2021 წლის 04 ივნისი, 12:00 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXIX სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 28 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო მასალები;

სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა.
კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 
მითითებულ ბმულზე: რეგისტრაცია   და საკონფერენციო მასალები გადმოგზავნონ სექციების მიხედვით ელექტრონულ მისამართზე:

medicine@sdasu.edu.ge მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა)

lawinfo@sdasu.edu.ge (სამართლის სკოლა)

business@sdasu.edu.ge (ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა)

SocialSciences@sdasu.edu.ge (სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა)


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 25 36 77


გისურვებთ წარმატებას!

 

ბეჭდვა