ცხადდება შიდა მობილობა!
 
შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა შიდა მობილობას 2020 – 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:


Øჟურნალისტიკა;
Øსამართალმცოდნეობა;
Øბიზნესის ადმინისტრირება;
Øინფორმაციული ტექნოლოგიები;
Øტურიზმი;
Øსაერთაშორისო ურთიერთობები;
Øინგლისური ფილოლოგია.

უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს ერთი საფეხურის ფარგლებში გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობის ვადები:

შესაბამის სკოლებში დოკუმენტების წარდგენა და განხილვა: 8 – 24 თებერვალი

სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა:  25 – 26 თებერვალი


წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

Øგანცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
Øპირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
Øსტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული შესაბამისი სკოლის  ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
Øცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
Øსამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
Øსრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
Ø2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.


საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე

უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

 

 

გისურვებთ წარმატებას!