კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
 
 
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად


კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
 
- ოტო-რინო-ლარინგოლოგია - 1 პროფესორი;
- ქირურგია - 1 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი;
- შინაგანი დაავადებები - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ფსიქიატრია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ფთიზიატრია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- ალერგოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი;
- თერაპიული სტომატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ბიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- სამოქალაქო სამართალი - 1 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი;
- საჯარო სამართალი - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ინგლისური ფილოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- საერთაშორისო ურთიერთობები - 2 ასოცირებული პროფესორი;
- სოციალური მეცნიერებები - 1 ასისტენტი.
 
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:
 
ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან
გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-
პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან
გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-
პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან
გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან კლინიკური დარგის სპეციალისტი
პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს
პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით
გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ე) კლინიკურ დისციპლინებში დამატებითი მოთხოვნებია - ა) შესაბამისი/მომიჯნავე
სპეციალობის სერტიფიკატი; ბ) გამოცდილება: პროფესორს - ბოლო 9 წელი კლინიკური
გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
ასისტენტ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის
მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
 
ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატი;
ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტების. სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ
დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად
დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების
დოკუმენტი;
ზ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი
სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით)
ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;
თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული ან
ბეჭდვითი ფორმით);
ი) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტების, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტის, შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატის ასლები კონკურსანტმა
საბუთების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად
დამოწმებული წესით. უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში წარმოდგენის
შემთხვევაში, მითითებული დოკუმენტების ასლებს თან უნდა ახლდეს დედნები.

 
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია
იწარმოებს 2021 წლის 18 იანვრიდან - 2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით
უნივერსიტეტის საქმის წარმოების სამსახურში
 
(10.00 სთ-დან 16 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25) ან
ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge
 
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 12 თებერვლისა.