ტრენინგი: “ახალი COVID-19-ით გამოწვეული დაავადების დიაგნოსტიკა, მართვა და პროფილაქტიკა”

29  ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის  ჩაატარებს ტრენინგს: “ახალი COVID-19-ით გამოწვეული დაავადების დიაგნოსტიკა, მართვა და პროფილაქტიკა”, რომელიც ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით.

Ზემოთ აღნიშნული ტრენინგი არის ჩაღრმავებული სასწავლო კურსი Საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული სწრაფი კურსის გავლის შემდგომ.

Დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადება ხორციელდება  სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან სამედიცინო პერსონალს COVID-19-ით გამოწვეული დაავადების მართვაში.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ისე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ტრენინგების გავლა სავალდებულოა  მედიცინის დამამთავრებელი კურსის ყველა სტუდენტისათვის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული Სწრაფი ტრენინგ კურსი განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://sdasu.edu.ge/ka/covid-19-kursi