პრეზენტაცია უნიკალური გამოცემების: „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ და „დადიანების სასახლეების საგანძური“
 
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ორი უნიკალური გამოცემის: "ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ" და "დადიანების სასახლეების საგანძური" პრეზენტაცია გაიმართა.

ორენოვანი კრებული "ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ" გიორგი კალანდიას ავტორობით მომზადებული ორწლიანი პროექტის ფარგლებში გამოიცა. იგი აერთიანებს 200-ზე მეტ უცნობ ცნობასა და 196 ილუსტრაციას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. კრებულში შესულია ბრიტანელების თვალით დანახული საქართველო, ტიუდორების არქივში დაცული ცნობები საქართველოსა და ქეთევან წამებულის შესახებ, ასევე, XVII-XIX საუკუნეების ინგლისურ გამოცემებსა და პრესაში არსებული მასალები ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის ომების, დადიანების საგვარეულოს, ნიკოლოზ დადიანისა და ლაზური თემების შესახებ. კრებულს თან ერთვის ვრცელი სამეცნიერო კომენტარები, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები. კრებულის გამოცემაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველმა თანამშრომელმა ანა-ხათუნა ჭელიძემ და ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ჯილიან ევისონმა.

მეორე გამოცემაში  "დადნიანების სასახლის საგანძური" შესულია 200-ზე მეტი ფოტო, 100-ზე მეტი ჯვარ-ხატისა და სიწმინდის აღწერილობა და 200-ზე მეტი წარწერა. კრებულს ერთვის პალეოგრაფიული ალბომი, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა აღწერილობა ორენოვანი კატალოგის ავტორი ამ საგანძურის მკვლევარი, დადიანების სასახლის დირექტორი ლილი ბერაიაა, კრებულის თანაავტორი გიორგი კალანდია. 
წიგნები გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თანადგომით.

პრეზენტაციას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა; შოთა რუსთაველის საქართველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ; ხელოვნების სასახლის დირექტორმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) აფილირებულმა პროფესორმა გიორგი კალანდიამ და ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორმა ლილი ბერაიამ.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ორი კრებულის: "ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ" და "დადიანების სასახლეების საგანძური" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსათველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ორი კრებულის: "ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ" და "დადიანების სასახლეების საგანძური" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა 

დღეს სდასუ-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ორენოვანი კატალოგების: "ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ" და "დადიანების სასახლეების საგანძური" პრეზენტაცია