ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძურის შესახებ უნიკალური წიგნი გამოიცა!
 
 
საქართველოს ხელოვნების სასახლის ეგიდით გამოიცა ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძურის შესახებ უნიკალური წიგნი. 260 გვერდიანი, ფერადი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ორ ენოვანი კატალოგი, რომლის ავტორია ამ საგანძურის მკვლევარი ლილი ბერაია. წიგნი მომზადდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, დაიბეჭდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თანადგომით.

წიგნის რედაქტორია გიორგი კალანდია. კრებულში შევიდა 200 ზე მეტი ფოტო, 100-ზე მეტი ჯვარ-ხატისა და სიწმინდის აღწერილობა. 200-ზე მეტი წარწერა, კრებულს ერთვის პალეოგრაფიული ალბომი, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა აღწერილობა.