მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

  

 
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
 
 
2020 – 2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება
სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების,  ჟურნალისტიკის და
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე
 


მაგისტრატურაში
მიღების ვადები:

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება - 9 სექტემბერი–15 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხოურ ენაში - 16  სექტემბერი 14:00;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17  სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17-18 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 19  სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში - 18 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება -19  სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება -19-21 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 22  სექტემბერი;
  • მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება - 21-23  სექტემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება უნივერსიტეტის  რექტორის სახელზე;
  • ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2020 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა  ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.


სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს 

 

საბუთების  მიღება:  10.00 საათიდან 17.00 საათამდე 
მისამართი:  .თბილისი, . ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 32 2 25 36 77
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
 
 კონსულტაცია უცხოურ ენებსა და სპეციალობაში:  15 სექტემბერი და 17 სექტემბერი (12 სთ)