მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე!
 
 

დოქტორანტობის  კანდიდატთა  საყურადღებოდ!
ცხადდება მიღება 2020-2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე


მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:

 

  • საბუთების მიღება - 25  აგვისტო - 3 სექტემბერი
  • გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში - 5 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 10 სექტემბერი
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი
  • გასაუბრების შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი
  • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 17  სექტემბერი 

 სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

  • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
  • დიპლომირებული მედიკოსოს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
  • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
  • 2 ფოტოსურათი (3 x 4)  და ელექტრონული ვერსია CD-ზე.


 
საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 
მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 32 2 25 36 77
(+995) 32 2 22 63 03  (მედიცინისა და სტომატოლოგიის  სკოლა)
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge


კონსულტაცია: 24 აგვისტო და 4 სექტემბერი, 12 სთ.