მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

 

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2020 – 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სამართალმცოდნეობა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ინგლისური ფილოლოგია

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში  (25 აგვისტო - 12 სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
 
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში
მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77
 
გისურვებთ წარმატებას!