კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

§გადაუდებელი მედიცინა-1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი;

§ფსიქიატრია-1 ასოცირებული პროფესორი;

§საზოგადოებრივი ჯანდაცვა-1 ასისტენტ პროფესორი;

§ალერგოლოგია-1 ასოცირებული პროფესორი;

§სამედიცინო ეთიკა-1 ასოცირებული პროფესორი;

§ორთოპედიული სტომატოლოგია-1 ასოცირებული პროფესორი; 1- ასისტენტ პროფესორი;

§ქირურგია- 1ასისტენტ პროფესორი;

§საეკლესიო სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§ქართული სამართლებრივი აზრის ისტორია-1 ასოცირებული პროფესორი;

§ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები-1 ასოცირებული პროფესორი;

§ადგილობრივი თვითმართველობის სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§ადმინისტრაციული სამართალდარღვევა-1 ასოცირებული პროფესორი;

§სააღსრულებო სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§სამშენებლო სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§სანივთო სამართალი-1 პროფესორი, 1-ასოცირებული პროფესორი;

§ვალდებულებითი სამართალი ზოგადი ნაწილი-1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

§სახელშეკრულებო სამართალი-1 პროფესორი, 1-ასოცირებული პროფესორი;

§კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები-1 პროფესორი, 1-ასოცირებული პროფესორი;

§საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი-1 პროფესორი, 1-ასოცირებული პროფესორი;

§შრომის სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§საკორპორაციო სამართალი-1 ასოცირებული პროფესორი;

§სისხლის სამართალის მიმართულებით-1 პროფესორი, 1-ასოცირებული პროფესორი;

§ეკონომიკა-1 ასისტენტი.

 


ინფორმაცია
კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

  • კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან კლინიკური დარგის სპეციალისტი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია;
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

კლინიკურ დისციპლინებში დამატებითი მოთხოვნებია: ა) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატი; ბ) გამოცდილება: ასოცირებულ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;  ასისტენტ პროფესორს - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:


ა) განცხადება;

ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი

ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);

ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;

თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);

ი) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატის ასლები  კონკურსანტმა უნდა  წარმოადგინოს დედანთან ერთად.

 

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2020  წლის 21 აგვისტოდან  - 29 აგვისტოს  ჩათვლით

უნივერსიტეტის კანცელარიაში

(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)
 კონკურსის შედეგები  გამოცხადდება  არაუგვიანეს 2020 წლის 10 სექტემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  ტელ. (995 32) 2 253 677

ან მოგვწერეთ მაილზე info@sdasu.edu.ge