საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ონლაინ კურსი დაასრულა, რომელსაც სდასუ-ს და საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
კურსმა, ორი თვის განმავლობაში მაღალი დასწრების ფონზე, ნაყოფიერად ჩაიარა.
მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კურსის მიმდინარეობისას.