სდასუ აცხადებს რიგგარეშე მობილობას!

რიგგარეშე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!


საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

Ø  ბიზნესის ადმინისტრირება

Ø  ინგლისური ფილოლოგია

      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:

Ø  ბიზნესის ადმინისტრირება

  
სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველებმა დადგენილ ვადებში (8 ივლისი - 15 ივლისი) განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტს და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1.      პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2.   სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

3.      სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

4.      სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

5.  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

6.      2 ფოტოსურათი 3x4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ განთავსებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე  www.emis.ge

 

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე შესაბამისი სკოლების დეკანატებში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

 

გისურვებთ წარმატებას!