XXVIII სამეცნიერო კონფერენცია
2020 წლის12 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში XXVIII სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, საქართველოს სხვა უმღალესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა.
კონფერენცია ჩატარდა შემდეგი სექციების მიხედვით:

მედიცინა და სტომატოლოგია
ბიზნესი და ტექნოლოგიები
სამართალი
ოციალური მეცნიერებები
ტურიზმი
ინგლისური ფილოლოგია

სამეცნიერო ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა პროფესორებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა ჩართულობა და წარმოდგენილი თემების აქტუალურობა.
კონფერენციის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო მათი თეზისები სპეციალურ კრებულში გამოქვეყნდება.