2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ჩატარების წესი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ჩატარების წესი 

საგამოცდო პერიოდი: 2020 წლის 29 ივნისი - 1 აგვისტო

  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2019 -2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი/დამატებითი გამოცდები ჩატარდება დისტანციური ფორმით;
  • მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სამკურნალო საქმის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-12 სემესტრის და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე - 10 სემესტრის სტუდენტები გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და სდასუ-ს სტომატოლოგიურ კლინიკაში;
  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების (სამართალმცოდნეობა, ბიზნესის ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა, ტურიზმი) სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
  • სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
  • დისტანციური ფორმით დასკვნითი გამოცდები ჩატარდება ონლაინ პლატფორმების - Microsoft office 365 და zoom - ის გამოყენებით;
  • დასკვნითი/დამატებითი გამოცდების დისტანციური ფორმით ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ზეპირი, ასევე წერითი ფორმა;
  • დასკვნითი/დამატებითი გამოცდების დისტანციური ფორმით მიმდინარეობისას ინტერნეტთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის წარმოშობისას სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს შესაბამისი სკოლის დეკანატს;
  • სტუდენტებმა, ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის დისტანციური ფორმით დასკვნითი გამოცდის ჩაბარება, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამისი სკოლის დეკანატს 2020 წლის 15 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამოცდის ჩაბარება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
  • უნივერსიტეტში დაცული იქნება საქართველოს მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები;
  • დასკვნითი/დამატებითი გამოცდების დისტანციური ფორმით წარმართვისას სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.