სტუდენტთა XXVIII სამეცნიერო კონფერენცია!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2020 წლის 12  ივნისს,  12 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXVIII  სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

  • მედიცინა და სტომატოლოგია
  • სამართალი
  • ბიზნესი და ტექნოლოგიები
  • ტურიზმი
  • სოციალური მეცნიერებები
  • ინგლისური ფილოლოგია
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

1.კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
2.კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 05 ივნისის  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო მასალები:
ა) სამეცნიერო მოხსენება/თემა, მაქსიმუმ 5-10 გვერდი (ნაბეჭდი A 4 ფორმატით; ველის საზღვრები - 2 სმ; შრიფტის ზომა - 11; ფონტი: Sylfaen - ქართული ტექსტისათვის; Times New Roman - ინგლისური ტექსტისათვის);
ბ)კრებულისათვის ნაშრომის თეზისები, მაქსიმუმ 2 გვერდი; ინტერვალი 1.15;
გ) თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს Power Point-ში;
დ) ფოტო (3X4);
3. სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა.
კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დიპლომი. მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საკონფერენციო მასალები გადმოგზავნონ სექციების მიხედვით
ელექტრონულ მისამართზე:

  • medicine@sdasu.edu.ge (მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა)
  • lawinfo@sdasu.edu.ge (სამართალის სკოლა)
  • business@sdasu.edu.ge (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)
  • philology@sdasu.edu.ge (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

  • (032) 2 22 60 03 (მედიცინისა  და სტომატოლოგიის სკოლა)
  • (032) 2 23 88 77 (სამართალის სკოლა)
  • (032) 2 22 30 33 (ბიზნესისა  და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა)
  • (032) 2 14 79 80 (ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლა )
 
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე : რეგისტრაცია