სასწავლო პროცესის ვადები!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სააუდიტორო სწავლება  2020  წლის 1 აპრილს განახლდება, აღნიშნულ გადაწეყვეტილებას საფუძვლად  დაედო ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება.

ხოლო 2020 წლის 16 მარტიდან 1 აპრილამდე სწავლება განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლექციების განრიგის მიხედვით მოგეწოდებათ ლექციების ვიდეო ჩანაწერები და საგნის მასალები. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამისი სკოლების დეკანატებს.